როდის შემოვა საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით ერთ თვეში, საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინა შემოვა.
„კიდევ ერთი ვაქცინა, ჩინური წარმოების „სინოვაკი“ საქართველოში დაახლოებით აპრილის ბოლოს შემოვა. გასულ კვირაში შემოსული „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრშია დასაწყობებული. ამ ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჯანმო გასცემს ავტორიზაციას, რაც აპრილის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. ის უკვე ავტორიზებულია დაახლოებით, 40 ქვეყნის მიერ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში განხორციელდება, სადაც ისინი მკურნალობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google