ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.
შემთხვევას წინ რესტორანში, სუფრასთან ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ახალგაზრდა, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი. მამაკაცის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს- ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიენების ფაქტთან
დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები