დღეს გურამ დოჩანაშვილს დაკრძალავენ
გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ, მანამდე კი სამების საკათედრო ტაძარში მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google