ნიკა მელიას სასამართლო რვა აპრილს ჩაინიშნა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა, 8 აპრილს ჩაინიშნა.
„ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google