კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +20 იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8-მდე დაიწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /