ქვეყანა კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა - ამირან გამყრელიძე
ქვეყანა კოვონავირუსის კიდევ ერთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. 5 აპრილს ჩატარებული 25 ათასი კოვიდტესტირებით, 20:00 საათის მონაცემებით, 794 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მართალია, ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდააა. მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს: პირველ რიგში, ყველგან და ყველას მიერ პირბადის უნივერსალურ ტარებაზე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google