უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისთვის დამატებითი განცხადებების მიღება იწყება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.

პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით, დღეს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია 11 ვაკანსიაზე. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გუშინ მიიღეს.

| Print |
FaceBook Twitter Google