ლაგოდეხში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google