შეიძლება, სწორედ ჩინური ვაქცინით ავიცრა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კოვიდსაწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გაკეთებას აპირებს.
„იცით, რომ დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს აცრის გაკეთება და აუცილებლაად ავიცრები, შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით”.-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google