ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 62 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 463 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც: 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 357 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google