კორონავირუსის ვაქცინაციის მეორე ეტაპისთვის მოქალაქეებს დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ.

„ვაქცინაციის მეორე ეტაპი მოქალაქეებს ყველაზე ადრე 15 მაისს უწევთ. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, 2 კვირა უნდა გავიდეს, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან მოქალაქემ რიგი თავისი სურვილის მიხედვით უნდა ამოარჩიოს და ჩაეწეროს, ეს გამოცხადდება და გაიხსნება თავიდან რეგისტრაციის პორტალი. „ფაიზერს“ რაც შეეხება, 3-კვირიანი ინტერვალი უნდა გავიდეს და ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ესეც იქნება იგივე პრინციპით. აპრილის ბოლოს, „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზები უნდა მივიღოთ, „ფაიზერის“ დოზების მცირე რაოდენობა „კოვაქსისდან“ ივნისის თვეში უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google