სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან 3 აპრილს ჰქონდა შეხება. ღარიბაშვილს კორონავირუსი დღეს, დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს აიცრა.

| Print |
FaceBook Twitter Google