ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

„ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის. ასევე გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google