ოპოზიცია აქციისთვის ემზადება
ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ისევ ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები რჩება.
კომპრომისის მიღწევამდე კი ისინი საპროტესტო გამოსვლებისთვის და 15 მაისის აქციისთვის ემზადებიან.

“დემოკრატიული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოწადინებულია, რომ იყოს გონივრული კომპრომისი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება. ოღონდ არა ნებისმიერ რამეზე შეთანხმება და თავის მოტყუება და უბრალოდ გადადება ვითარების კიდევ უფრო დამძიმების. ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მინიმალური აუცილებლობა, რომ შანსი იყოს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანის,“ – განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ოპოზიცია /