ვაქცინაციისთვის წინასწარ დარეგისტრირება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება
შეიქმნება სპეციალური ვებპორტალი, რომელზეც მოქალაქეები, განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციისთვის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი გააკეთებენ არჩევანს ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში.
„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ვებპორტალი, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციისთვის და გააკეთონ არჩევანი ყველა იმ ვაქცინას შორის, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში. ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google