ნიკა მელიას სასამართლო 13 აპრილს ჩაინიშნა
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელაის სასამართლო პროცესი გადაიდო და 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა. მელიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დღეს ვეღარ გაგრძელდებოდა.

“ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ”, – განმარტავს ადვოკატი.

| Print |
FaceBook Twitter Google