დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 430 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 62, იმერეთი -
50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17,
სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 357 პირი,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, 285 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის
კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია
233 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები