კახეთში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით წვიმა და +21 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /