იქნება რეკომენდაციები, ყველაფერი შეთანხმდება საპატრიარქოსთან - ამირან გამყრელიძე
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს სიტყვას და მოწოდებას — ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, იქნება შეხვედრები საპატრიარქოსთან და ვფიქრობთ, რომ მიიღწევა ბალანსირებული გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, აღდგომა გახლავთ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - ერთის მხრივ, ხელი არ უნდა შეეშალოს აღდგომის დღესასწაულს შედარებით მოკრძალებული მასშტაბით აღნიშვნას და არ გახდეს რისკფაქტორი შემდგომი გავრცელების. გარკვეული რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან. რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი, ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.”— აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google