სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად,
ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი
რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის
შესაბამისად 118 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის
5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის
დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი
გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის
შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის
განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად
ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის
ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები