კახეთში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე დაიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. სიღნაღში დღისით წვიმა და +16 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /