ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 756 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 400 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google