სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის
ინსპექტორებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებულ
ნახევარფაბრიკატების საწარმოში დარღვევები აღმოაჩინეს.
კრიტიკული შეუსაბამობებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში
დარღვევების გამო, ინდმეწარმეს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და
დააჯარიმეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მეწარმე სამუშაოების განახლებას მას
შემდეგ შეძლებს, რაც აღნიშნულ ხარვეზებს გამოასწორებს.
მასალის გამოყენების პირობები