ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 664 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: : აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 426 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google