„ჯეო ჰოსპილტალს“-ში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა უფასო იქნება
კახეთის რეგიონში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვის მიზნით კვლევები დაიწყო.
პროგრამაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსიც“ ჩაერთო. ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, დეა ცაბუტაშვილის თქმით პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება.

„დღეიდან ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს. მოგეხსენებათ, რომ ტყვია არის ისეთი ელემენტი, რომლის სისხლში შემცველობა არანაირი კონცენტრაციით არ არის დასაშვები. ტყვიის შემცველობის ზრდა სისხლში იწვევს ბევრ პათოლოგიას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტყვიის შემცველობას აღმოვაჩენთ ადრეულ ასაკში, სხვდასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. დღეს, მოვიდნენ ჩაწერილი ბავშვები, რომელთაც გასულ წელს ჰქონდათ პრობლემა და წელს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტური მკურნალობა უფასოდ მიიღონ“- აღნიშნა მან.

სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და კვლევების გარდა, იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროდეცილიტრს აღემატება, სახელმწიფო მკურნალობის კურსითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

| Print |
FaceBook Twitter Google