ნიკა მელია პატიმრობაში რჩება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვა 29 აპრილს 11:00 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა. შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

| Print |
FaceBook Twitter Google