ლაგოდეხში 48 კაციანი კლასტერი გაჩნდა
ეპიდემიოლოგებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 48 კაციანი კლასტერი გამოავლინეს.
ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ერთ- ერთი ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება და ოთხ ლოკაციაზე ქალაქ ლაგოდეხში და სოფლებში მაწიმში, შრომასა და კავშირშია დაფიქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ინფიცირებულთა შორის არის ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული და რამდენიმე პედაგოგი. ცხრა ინფიცირებული ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია, ხოლო დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ვირუსი სოფელ მაწიმში, შრომასა და კავშირშია დაფიქსირებული. დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მესამე და სოფელ მაწიმის საჯარო სკოლები.

| Print |
FaceBook Twitter Google