იმუნიზაციის საბჭო „სინოფარმის“ გამოყენების საკითხზე იმსჯელებს
საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზის გამოყენებაზე იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს.
ქვეყანას ამ დრომდე არ გამოუყენებია ვაქცინა, რადგან საბჭო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google