გურჯაანში გამწვანების აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში ქალაქში
200 სხვადასხვა ჯიშის: თელის, ფიჭვის და ძელქვის ნერგი დაირგვება.
გურჯაანში გამწვანების აქცია დავით სონღულაშვილის მხარდაჭერით უკვე
რამდენიმე წელია ხორციელდება. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ დასუფთავების
სამსახური ახორციელებს. ნერგები მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად
გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები