შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის
ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ-მ პოლიციის თანამშრომელს,
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით ხელის არეში
დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუში სოფელ კაბალში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები