„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

„სინოფარმის“ 100 000 ანუ 50 ათასი ადამიანის აცრისთვის სამყოფი დოზაა. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, ხოლო აცრები 4 მაისს დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმთან“ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით.ოდნავ შემიძლია გითხრათ, რომ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას,“-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google