სურსათის უვნებლობის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით 578 საცხობი და
საკონდიტრო შეამოწმა. სხვადასხვა დარღვევისთვის 63 ობიექტი დაჯარიმდა,
მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
20 ბიზნესოპერატორს.
"ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების
შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. სააგენტოს ინსპექტირების
ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. შემოწმებისას
ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა,
გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის
არქონა", – ნათქვამია სეს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები