კახეთში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება.

წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია მცირე ნალექი. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წვიმა /