Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის პორტალზე 50 693 მოქალაქე დარეგისტრირდა
ამ დროისათვის, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 50,693 ადამიანს აქვს გავლილი (22.04 - 10:25 საათი) საიტზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცოტახნის წინ შეიქმნა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პორტალის შექმნის მიზანია იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრა, მეორეს მხრივ მათ შესახებ ინფორმაციის სწრაფად და დაუყოვნებლივ მიღება.

სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას ასევე აფიქსირებთ თქვენს აზრს, თუ რომელ ვაქცინას ანიჭებთ უპიორატესობას. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადია ფაიზერის ფირმის ვაქცინა, შემდეგ მოდერნა და მესამე ადგილზეა ასტრა ზენეკა.



როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ეს მაჩვენებელი სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას მიუთითებს.

“ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზე არის Astra-Zeneca, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვტილებას Astra-Zeneca-სთან მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა შემდეგი მოცულობა საქართველოში, ეს იქნება 50 ათასამდე Astra-Zeneca-ს დოზა.

შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო Covax-ის პლატფორმამ, გამომდინარე იქედან, რომ თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლევარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანი არის, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში”.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს, რომელსაც სურს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტაროს შესაძლებლობა ეძლევა აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადის შევსებისას თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა.



| Print |
FaceBook Twitter Google