პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტზე მომავალ კვირას იმსჯელებს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტზე მომავალ კვირას იმსჯელებს.

„საკმაოდ სწრაფად იქნება მიღებული, თუმცა არა დაჩქარებული წესით. კარგი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი აღარ შედგება და ყველ ერთ აზრზე მივალთ. გარდა ამისა, მელიას გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ ძალიან მძიმე დაპირისპირება, როგორმე კონსტრუქციულ ურთიერთობაში გადაიზარდოს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

პროექტი ინიცირებიდან, სავარაუდოდ ერთ თვეში დამტკიცდება.

| Print |
FaceBook Twitter Google