ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებზე პასუხების ვადამ ხვალამდე გადაიწია
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებზე პასუხების ვადამ პარასკევამდე, 23 აპრილამდე გადაიწია.

რიონის ერთ-ერთი მცველის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათთან დიალოგში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრემიერთან ამ საკითხის სრულყოფილად განხილვა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის კოვიდინფიცირების გამო, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ვერ მოხერხდა, სწორედ ამის გათვალისწინებით, ისინი კიდევ ხელისფლებისგან პასუხს კიდევ 2 დღე დაელოდებიან.

„დრო არ მუშაობს მათ სასარგებლოდ და პირიქით, განწყობები იქმნება საზოგადოებაში ისეთი, რომ ხელოვნურად ხდება ამ პროცესის [გაჭიანურება] და თუკი კოვიდის ფაქტორსაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვეღარ შევძლოთ ფარტომასშტაბიანი აქციების გამართავ, ეს გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებას კი არ უნდა, რომ მოაგვაროს, არამედ ის აპირებს “საზოგადოების” მოტყუებას გაძრომ-გამოძრომით”, – თქვა გოლეთიანმა.

| Print |
FaceBook Twitter Google