ლაგოდეხში ეპიდსიტუაცია გართულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდეოლოგიური ვითარება გაუარესდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია 22 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, დაკეტილია 4 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. ლაგოდეხის კოვიდკლინიკაში მკურნალობას 40 პაციენტი გადის.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება აპრილის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. სპეციალისტების განმარტებით, შემთხვევების უმრავლესობა, ე.წ ბრიტანული შტამია.

| Print |
FaceBook Twitter Google