პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ
დამთავრდება.
მისივე თქმით, საჭიროა ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12
ათასამდე უნდა ავიდეს.
„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის
გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი.
გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ
ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა
მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ
ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“- განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები