საქართველოში 609 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 770 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 78, იმერეთში - 63, ქვემო ქართლში - 49, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 115, კახეთში - 58, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 609 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, 706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 203 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google