კახეთში სექტემბრიდან დღემდე 123 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
23-დან 26 აპრილამდე კახეთში კორონავირუსის 100-მდე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ყველაზე მეტი, კვლავ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

სექტემბრიდან დღემდე რეგიონში უკვე 123 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ყველაზე რთული ეპიდმდგომარეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია.
დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, პანდემიის დაწყებიდან, COVID -19 – ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ასეთია: ახმეტა-810, გურჯაანი-2997, დედოფლისწყარო -831, თელავი -2841, საგარეჯო -1561, სიღნაღი-926 და ყვარელი -1062.

| Print |
FaceBook Twitter Google