ახმეტაში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ახმეტაში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს, დაზარალებულს სხეულზე მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / დაჭრა /