პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა აირჩიეს. მან არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

კენჭისყრის შედეგად მხარი კუჭავას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ექვსი წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან 24 აპრილს გადადგა. იგი პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოზიციას დაიკავებს.

| Print |
FaceBook Twitter Google