Sinopharm-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია 6700 პირმა გაიარა
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით 6 700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან თუ რა მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ქვეყანაში. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი - 4 500-მდე ადამიანია დარეგისტრირებული დედაქალაქში. რეგისტრაცია რა თქმა უნდა გაფართოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში წარმატებით ჩატარდება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 18 წელს ზევით მოქალაქეებისთვის Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 27 აპრილს, 20:00 საათზე დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google