ნიკა მელია სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა განახლდა. პროცესს ვერ დაესწრება თავად მელია, რომელიც სხდომიდან გაძევებულია სასამართლოსადმი უპატივცემულობის მოტივით.

შეგახსენებთ, ნიკა მელია საპოლიციო ძალებმა 2021 წლის 23 თებერვალს დააკვეს. მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

| Print |
FaceBook Twitter Google