წარჩინებული მოსწავლეებისთვის 8000-ზე მეტი ოქროს და ვერცხლის მედალი დამზადდება
წარჩინებული მოსწავლეებისა და ახლა უკვე სტუდენტებისთვის მედლების გადაცემისთვის განათლების სამინისტრომ მრავალჯერ გადადებული პროცესი დაიწყო.

2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლებს რამდენიმე თვეში გადასცემენ. სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება, მან მედლების დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეძლოს. პროექტისთვის სახელმწიფო ჯამში 275`650.00 ლარს გადაიხდის.

| Print |
FaceBook Twitter Google