ალაზანში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, მდინარე ალაზანში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას. სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა, თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს.

| Print |
FaceBook Twitter Google