ვაქცინაციის პროცესში მთავრობის წევრებიც ჩაერთვებიან
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google