AstraZeneca-ს მეორე პარტია უკვე საქართველოშია
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 43 ათასი დოზა ჩამოვიდა. უკვე ცნობილია რომ მაისის შუა რიცხვებში დამატებით 43 ათას დოზას შემოიტანენ.

AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, აცრები კი მომდევნო კვირიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Novovax-ის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებითაც. მისივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს Moderna-სა და Johnson&Johnsons-ის ვაქცინების შემოტანაზეც.

| Print |
FaceBook Twitter Google