როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთსი კვლავ იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება.

წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.იწვიმებს სიღნაღშიც, დღისით ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /