ყვარელში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ახალსოფელში შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში წუხელ ღამით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.

| Print |
FaceBook Twitter Google